
რა არის ენა? ენა ადამიანის ცხოვრებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მის გარეშე ჩვენ ვერ გადავცემდით სხვას აზრებსა და ჩანაფიქრებს. მისი მეშვეობით ხდება ემოციების გამოხატვაც. როდესაც ვფიქრობთ რამეზე, ესეც ენის საშუალებით ხდება. იგი უძველესი დროიდან არსებობს, მაგრამ ენის წარმოშობის დადგენა არც თუ ისე ადვილია. როგორც ცნობილია, უძველესი კულტურის ხალხს სწამდა, რომ ენა ღმერთმა შექმნა. მათი რწმენით, თავდაპირველად დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი ერთ ენაზე ლაპარაკობდა. მეცნიერების თქმით, არსებობს რამდენიმე ლეგენდა ენის წარმოქმნის შესახებ: ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, როდესაც ადამი გაჩნდა, სიტყვე...