ჩემი ენა ქართული
ენა ადამიანთა ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომლის წყალობითაც ისინიუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ აზრებს და აღწევენ ურთიერთგაგებას. იგი კულტურული წინსვლის საშუალება და ეროვნულობის განმსაზღვრელი ნიშანია.
მსოფლიოში მრავალი ენაა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კარგი და დედასავით საყვარელი ქართული ენაა. ჩვენს მშობლიურ ენას ქართველები დედაენას ვუწოდებთ, მის სიყვარულს აკვნიდან ვსწავლობთ და მიგვაჩნია, რომ ვისაც მშობლიური ენა არ უყვარს, მას არც სამშობლოსა და ახლობლების სიყვარული შეეძლება. ასეთი ადამიანი საცოდავია, რადგამ მას რწმენაც არ ექნება. ქართველებისათვის დედაენა ყველაფერია:
,,ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!-
იმოდენაა! (მ. მაჭავარიანი)
მართლაც, რომ ენა ქართული უდიდესი საუნჯეა , უძველესი და უტკბესია, რაღაც განსაკუთრებული მადლითაა მოსილი. როდის წარმოიშვა იგი? ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი მაქვს: როდესაც პირველი ქართველი გაჩნდა ამ ქვეყანაზე.
მან დედის ნანასთან ერთად შეითვისა ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა" (ლ.ასათიანი).
მეამაყება, რომ ვარ იმ ერის შვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენამდე მოიტანა ეს მადლიანი ენა. მინდა გავიხსენო საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვები:

,,დალოცვილი იყავით! გახსოვდეთ მუდამ, რომ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ჩვენი ქართული ენა, მართლმადიდებელი სარწმუნოება გადაარჩენს საქართველოს!“
მინდა შევახსენო ყველას, რომ მოუფრთხილდნენ ქართულ ენას, საუნჯეს, რომელიც წინაპრებმა გვიანდერძეს. ნუ დაანაგვიანებენ უცხო ენიდან შემოტანილი სიტყვებითა და ენობრივი ფორმებით.
ესეს ავტორია:
ქალაქ ახალციხისN2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
საბა მღებრიშვილი
Comments
Post a Comment