როგორ გაჩნდა სიტყვა?

              ენებს შორის გამოიყოფა ჯგუფები, რომლებსაც ენთა ოჯახს უწოდებენ. არსებობს სხვადასვა ოჯახი, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია იბერიულ კავკასიური ოჯახი, რომელშიც შედის ქართული ენა.
                            

                    იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახი
                           ⇙                             ⇕                                                             ⇘
აფხაზურ-ადიღეური           ქართული                                                 ქისტურ-ბაცკური
                                                          ⇘
                                                 მეგრულ - ჭანური
                                                  სვანური

          ენას მისი ლექსიკური შემადგენლობა შეადგენს, რომლის წიაღშიც განუწყვეტლად მიმდინარეობს ცვლილებები. ზოგი სიტყვა კვდება-აღარ იხმარება მეტყველებაში, ზოგს ფორმა ეცვლება, ზოგს- მნიშვნელობა, ზოგიც ახლად იქმნება. ენის გამდიდრება ხდება ორი გზით: სესხება და ახალი სიტყვების წარმოება. განვითარებულ ენად ის ითვლება, რომელსაც მდიდარი ლექსიკა აქვს. ქართული ენა სწორედ განვითარებულ ენათა რიცხვს მიეკუთვნება.
         პირველი ლექსიკური ნაკადი, რომელიც ჩვენმა ენამ შეითვისა, არის უძველესი აღმოსავლეთის ხალხთა ლექსიკური ელემენტები: შუმერული, პროტოხეთური, ურარტული, ელამური და სხვა. მეორე ნაკადი ინდოევროპული ენებიდან მოდის, განსაკუთრებით ირანული ენის ზეგავლენა ეტყობა ქართულ ენას. მესამე ნაკადი არაბული ენიდან შემოვიდა. მეოთხე ნაკადი კი სპარსული და თურქული ლექსიკაა.
 სხვადასხვა ენებიდან შემოსული სიტყვებია:

მოტანა - ებრ. მატანა  არის საჩუქარი, მოტანილი, მოძღვნილი.
 ბინა- ებრ. ბინიან-შენობა. 
 ბინადარი-ებრ. სიტყვასიტყვით -ბინადარ
სატანა - ძვ. ებრ. სატან (მოწინააღმდეგე)
ადათი - არაბ. ადათ (ჩვეულება
ალადასტური - სპარს. ალლაჰ დასტურ (ღმერთია მოწამე)
ბადალი - არაბ. ბადალუნ (შემცვლელი, მსგავსი)
პაემანი - სპარს. ჶაჲმან (პირობა, დაპირება)
სიფათი - არაბ. სიჶათუნ (აღწერა, თვისება)
ხალხი არაბ. ხალკუნ (ქმნილება)
კატა-ინდოევროპული ენებიდან შემოსულა ქალის სახელად
სპილო-სპარს. წარმოშობისაა
კამეჩი -ინდურ-ირანული წარმოშობისაა(მსხვილფეხა)
ვირთხა -ირანულიდან შემოვიდა


დალოდება - სიტყვა ლოდიდან
მომდინარეობს. ნიშნავს ლოდად ქცევას.
დაგელოდები  ანუ ლოდად ვიქცევი
ოცნება ყოველ თითს აიგივებდნენ ნებასთან, მიზანთან რომლის შესრულებაც შესაძლებელია. ოცნება - ოც ნება - ოცი ნება ანუ ადამიანის მაქსიმალური ნება და სურვილი რომლის გაკეთებაც მას შეუძლია. მეოცნებე - მეოც ნებე- კაცი რომელიც სწორედ ამ მაქსიმალურზე ფიქრობს.

ფული - ეგვიპტეში “ხელის ჭუჭყს” სიტყვა ფულუს–ით გამოხატავდნენ, საიდანაც შემდგომში ქართული “ფული”, სომხური “ფოღ” და ფრანგულ არგოში სიტყვა “ფლუზ”–ი მივიღეთ.
ალბათ” არაბული წარმოშობის სიტყვაა და თუ ჩვენთან ვარაუდს გამოხატავს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – თავის “სამშობლოში” უთუობა–უეჭველობის აზრით გამოიყენება.
 - “ალამ” არაბულად დროშას ნიშნავს. დროშის და ალამის კიდევ ერთი სინონიმი, ბაირაღი თურქული bayrak-ია. ამასთან დროშაც არ ყოფილა ჩვენი. სპარსული “დერაფშ” შესულა სომხურში, სადაც ის “დროშაკ”–ად ქცეულა და შემდგომ ქართულში ასე დამკვიდრებულა “დროშის” სახით

 ამხანაგი სპარსული წარმოშობისაა. ჰამხანე – კომპოზიტია: ჰამ – თანა, ხანე – სახლი, ესე იგი “თანამოსახლე”.
შოვინიზმი - სიტყვის წარმოშობა უკავშირდება ნიკოლა შოვენს. გადმოცემით იგი იყო ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცი, რომელიც შეუპოვარი ფრანგული პატრიოტიზმით გამოირჩეოდა. შოვენის არსებობა დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. იგი გახდა ფრანგული კომედიის La Cocarde Tricolore გმირი, რომლის შემდეგ გაჩნდა ტერმინი შოვინიზმი. (ნიშნავს სხვა ერების სიძულვილს, გადამეტებულ ნაციონალიზმს, პატრიოტიზმს. უფრო ზოგადად, შოვინიზმი შეიძლება აღნიშნავდეს რაიმე ჯგუფისადმი კუთვნილების ძლიერ გრძნობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს გულისხმობს სხვა ჯგუფების სიძულვილს.
სიტყვა ფანჯარა ქართულში სპარსულიდანაა შემოსული. სპარსულში “ფანჯარე” ხუთკუთხას ნიშნავს.

      არსებობს მრავალი სიტყვა, რომელიც ხალხმა შექმნა. ზოგი ლაპარაკის დროს იქმნება, ზოგიც რაიმე მოთხრობის, ლექსის ან პოემის დაწერის დროს იბადება და ა.შ. ეს კომპოზიტები ბევრ მწერალს აქვს შექმნილი. მათ შორის არიან: აკაკი წერეთალი, გიორგი ლეონიძე, ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე და სხვა.
აკაკი წერეთლის მიერ შეიქმნა სიტყვები: შეხმატკბილება, ბობოლა, გაიძვერა.
ნიკო ნიკოლაძის კომპოზოტებია:ორთქლმავალი, ლიანდაგი. მისმა შვილმა მოიგონა განტოლება, მსაჯი, ტანვარჯიში.
ენის წარმოქმნაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ლეონიძესაც, რომელმაც შექმნა შემდეგი კომპოზიტები: სხივფენარა, ალნაკადი, ოქრომდინარი, სეფესანთელი და სხვა.
1920 წელს გამოიცა ტექნიკური ლექსიკონი, რომელშიც შევიდა ახლადშექმნილი სიტყვები: დენი, ნათურა, წნევა, ძრავა, ხსნარი, მდგრადი, მართი, ჟანგბადი და ა.შ. ამავე წლებში იხმარებოდა სიტყვები: ფეხბურთი, ჩოგბურთი, ხუთწლედი, აღქმა, განწყობა, მივლინება.
 როგორ ქმნიდა ილია საჭირო სიტყვებს?
}ეძებდა ხალხის მეტყველებაში, ძველ ქართულ სიტყვებს.
} ქმნიდა ქართული ენის ბუნების შესაბამისად, ცნობილი ფუძეებისა და აფიქსების გამოყენებით.
} სიტყვაწარმოქმნისას იყენებდა -ება-, -ობა- და ს-ო აფიქსებს.
     მან ისეთი სიტყვები გაავრცელა, რომლებიც დაკარგული იყო. ესენია:მამული, სამშობლო, მიწა-წყალი, მამულიშვილი, მამულიშვილობა და სამამულო. ასევე მისი წყალობით დამკვიდრდა სიტყვა “მოქალაქე”.
          ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ქართული ენის სიტყვათა მარაგის გამდიდრება. ამიტომ მან შეიტანა წვლილი და დაამკვიდრა სიტყვები:
მთავრობა, აგებულება, აღებ-მიცემა, დაწესებულება ეროვნება, კაცობრიობა, მმარტველობა, მიმართულება,რწმუნება, ღირებულება, დედააზრი და სხვა.
გამოყენებული ლიტერატურა:


v ზურაბ ჭუმბურიძე-ენის წარმოქმნა

v  რევაზ გაბეჩავა- ქართული ენა

v  Google.ge

v  VII კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო.

Comments

Popular posts from this blog