ქართული ენა და მისი დიალექტები

                         ,,ვისაც უნდა რომ საქართველო გაიცნოს, უნდა ყოველი მისი კუთხე შეისწავლოს, თორემ მარტო ქართლის ან კახეთის, იმერეთის ან სამეგრელოს, გურიის ან სხვა რომელიმე ერთი კუთხის შესწავლით ვერას გახდება”(აკაკი წერეთელი). სწორედრომ ასეა, რადგან საქართველოში სალიტერატურო ენა ერთია, დიალექტი კი მრავალი.
     დიალექტი, ანუ კილო ამა თუ იმ კუთხის    მეტყველებაა.
    საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრნი საუბრის დროს  იყენებენ სალიტერატურო ენისაგან განსხვავებულ ფორმებს, სიტყვებსა და გამოთქმებს.

აღმოსავლური  დიალექტებია:
Øქართლ-კახური
Øფშავ-ხევსურული
Øთუშური
Øმოხევური
Øმთიულურ-გუდამაყრული
Øმესხურ-ჯავახური 
Øქიზიყური

დასავლური დიალექტებია:
Øიმერული
Øრაჭა-ლეჩხუმური
Øგურული
Øაჭარული

მეგრული და  სვანური ზოგიერთი ენათმეცნიერის შეხედულებით არის უმწერლობო ენები, ხოლო ზოგი მათაც დასავლურ დიალექტებად მიიჩნევს. ,,თუ კარგად დავაკვირდებით ისინი ლექსიკური შემადგენლობით ენებია, ხოლო სოციალური ფუნქციით დიალექტებია"(მზექალა შანიძე).იხ.https://www.facebook.com/artareatv2.0/videos/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-ii-%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90/1985752218164188/

დღევანდელ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს  ქართლური დიალექტი

საქართველოს ფარგლებს გარეთ გავრცელებული დიალექტები

ინგილოური კილო გავრცელებულია კახეთის აღმოსავლეთით, ალაზნის მარცხენა მხარეს. საინგილო ამჟამად აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის.
იმერხეული კილო გავრცელებულია ტაო-კლარჯეთში. იგი ახლოსაა მესხურ და აჭარულ კილოებთან.
ფერეიდნული კილო ირანის ერთ-ერთი პროვინციის მეტყველებაა. ფერეიდანში ცხოვრობენ კახეთიდან გადასახლებული ქართველები, რომლებიც   XVII საუკუნეში გადაასახლა შაჰ-აბასმა.
მოზდოკური დიალექტი  გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში.

ენის გამდიდრების ერთ-ერთი გზა არის დიალექტური ფორმების გამოყენება სალიტერატურო ფორმებთან ერთად.



                    გამოყენებული ლიტერატურა:
,,ქარული ენა” მე-6 კლასის სახელმძღვანელო
,,ქარული ენა” მე-7 კლასის სახელმძღვანელო
ქართული ენის მართლწერის საკითხები
Google.ge-ის   საძიებო სისტემა              
BURUSI.GE


Comments

Popular posts from this blog